ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ერგასტოპლაზმა – (ergastoplasma ბერძნ. ergaston – მუშა იხ.პლაზმა) ენდოპლაზმური ბადის სახესხვაობა, რომლის მემბრანებზე მუდმივად დიდი რაოდენობით რიბოსომებია. ერგასტოპლაზმის ფუნქციური როლია მისი მონაწილეობა ცილების სინთეზში, რომლის ძირითადი ცენტრებია რიბოსომები. უკანასკნელნი განაპირობებენ ციტოპლაზმის ბაზოფილიას, აგრეთვე პირონინოფილიას . ერგასტოპლაზმა უფრო მეტად გამოხატულია ცილების აქტუალურად მასინთეზებელი უჯრედების ბირთვისახლო ბაზოფილურ ციტოპლაზმაში. ტერმინი „ერგასტოპლაზმა“ შემოიღო (1894) გარნიემ მომატებული მეტაბოლური აქტივობის უჯრედების ბაზოფილური ციტოპლაზმის აღსანიშნავად. უკანასკნელ წლებში ელექტრონული მიკროსკოპიის მიღწევებთან დაკავშირებით, ამ ტერმინმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა და ახლა იხმარება გრანულური ენდოპლაზმური ბადის ულტრასტრუქტურული კომპონენტების აღსანიშნავად. ი.ბ.ტოკინმა (1959) შემოიღო ტერმინ „ერგასტოპლაზმას“ სინონიმები – „პორტერ – პალადეს კომპლექსი“ ან „ერგასტოპლაზმური კომპლექსი“. „ჰისტოლოგიური ნომენკლატურის“ (ვ.გ.ელისეევის რედაქციით, 1965) პროექტის მიხედვით, ტერმინ „ერგასტოპლაზმის“ ნაცვლად ხმარობენ ამ ორგანოიდის ახალ აღნიშვნას – „პარავეზიკულური ფორმაცია“. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა