Tag Archives: სინონიმ

ოჟეხოვსკის ფარული მიოტონია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოჟეხოვსკის ფარული მიოტონია – თანდაყოლილი მიოტონია. ვლინდება ადრეულ ბავშვიბაში, ნებისმიერ უნებლიე მოძრაობისას. აღინიშნება კუნთების გახანგრძლივებული შეკუმშვა (მიოტონური რიგიდობა). იმავე მოძრაობის განმეორებისას კუნთების დაჭიმვა თანდათანობით ქრება და მოძრაობა თავისუფალი ხდება. სიმპტომები ძლიერდება დაძაბუნებისას, ფიზიკური გადაძაბვისას, სიცივისა და ემოციების დროს. დაავადება ნელა პროგრესირებს. სინონიმები მარტინს – ჰანზემანის თანდაყოლილი მიოტონია,

Read More

ერგასტოპლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ერგასტოპლაზმა – (ergastoplasma ბერძნ. ergaston – მუშა იხ.პლაზმა) ენდოპლაზმური ბადის სახესხვაობა, რომლის მემ­ბრანებზე მუდმივად დიდი რაოდენობით რიბოსომებია. ერგასტოპ­ლაზმის ფუნქციური როლია მისი მონაწილეობა ცილების სინთეზში, რომლის ძირითადი ცენტრებია რიბოსომები. უკანასკნელნი განაპი­რობებენ ციტოპლაზმის ბაზოფილიას, აგრეთვე პირონინოფილიას . ერგასტოპლაზმა უფრო მეტად გამოხატულია ცილების აქტუალურად მასინთეზებელი უჯრედების ბირთვისახლო ბაზოფილურ ციტოპლაზ­მაში. ტერმინი

Read More