ვანილი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვანილი – (Vanilla), ეპიფიტურ მცენარეთა გვარის ჯადვარისებრთა ოჯახისა. მცოცავი ლიანებია. აქვთ საჰაერო მისაკიდი ფესვები. ცნობილია 100 – მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. ზოგი სახეობის ნაყოფი შეიცავს სურნელოვან ნივთიერებებს (მაგ., ვანილინს) და იყენებენ პარფიუმერიასა და კვების მრეწველობაში. საკონდიტრო წარმოებაში ვანილის სახელწოდებით უფრო მეტად ცნობილია V. planifolia – ს ნაყოფი. ამ მცენარეს ხორცოვანი ფოთლები და მომწვანო – მოთეთრო ყვავილები აქვს. მისი სამშობლოა მექსიკა. მოჰყავთ მრავალ ტროპიკულ ქვეყანაში. ვანილის მოუმწიფებელი და შემჭკნარი ნაყოფი ძვირფასი სუნელ – სანელებელია. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook