ვარსკვლავისებრი უჯრედები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვარსკვლავისებრი უჯრედები – (cellulae stellatae) ვარს­კვლავისებრი ფორმის უჯრედები: 1. ღვიძლის კუპფერის უჯრედები; 2. ნათხემის ქერქის ჩასართავი ნეირონები, რომლებიც ახორციელებენ კავშირს პურკინიეს უჯრედებს შორის; 3. თვალის ბადურას შიგნითა მარცვლოვან შრეში ჰორიზონტალური ნერვული უჯრედები, რომლებიც უზრუნველყოფენ კონტაქტს ბადურას სინათლისადმი მგრძნობიარე და ბიპოლარულ ნეირონებს შორის; 4. თავის ტვინის ქერქში ვარსკვლავისებრი ნერვული უჯრედები, რომლებიც მდებარეობენ დიდი პირამიდული უჯრედების გარეთა და შიგნითა შრეებს შორის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა