ვეგეტატიური კრიზები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვეგეტატიური კრიზები – პაროქსიზმული მდგომარეობა, რომელიც ვლინდება უეცრად წარმოქმნილი მკვეთრად გამოხატული პოლიმორფული ვეგეტატიური დარღვევებით (ჰიპერვენტილაციით, გულის ფრიალით, მკვეთრი ტაქიკარდიით, არტერიული წნევის მერყეობით, ჰიპერჰიდროზით, ტრემორით, ტკივილით გულმკერდის არეში ან მუცლის არეში, გულისრევით, ღებინებით, ხშირი შარდვით და ა. შ.). კრიზები შესაძლებელია განვითარდეს ქალა – ტვინის მძიმე ტრავმის, ქალაშიდა სისხლჩაქცევის, მესამე პარკუჭის სიმსივნის, სომატური და ენდოკრინული დარღვევების, ენდოგენური დეპრესიების, შიზოფრენიის, ფობიების დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა