ვეზიკულიტი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვეზიკულიტი – სათესლე ბუშტუკების ანთება. ვეზიკულიტი ვითარდება შარდ-სასქესო სისტემის ქრონიკული დაავადებების (პროსტატიტი, ურეთრიტი, ეპიდიდიმიტი), ასევე ზოგადი ინფექციური დაავადებების დროს (გრიპი, ანგინა, ოსტეომიელიტი). ვეზიკულიტი უმეტესად ვითარდება ქრონიკული პროსტატიტით დაავადებულ მამაკაცებში. ვეზიკულიტის განვითარებას ხელშემწყობი ფაქტორებია: 1.ორგანიზმის გაცივება; 2. ხშირი შეკრულობები; 3. მჯდომარე მდგომარეობაში მუშაობა; 3. ხანგრძლივი სქესობრივი თავშეკავება; 4. ზომაგადასული სქესობრივი აქტივობა; 5. ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი; 6. იმუნური სისტემის დაქვეითება; უმეტეს შემთხვევებში ვეზიკულიტი მიმდინარეობს ქრონიკულად.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა