ვერმერის სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვერმერის სინდრომი – თანდაყოლილი ენდოკრინული ადენომატოზის და წვრილი ნაწლავის პეპტიური წყლულების შერწყმა. ხასიათდება ერთდროულად: 1ჰიპოფიზის წინა ნაწილის კეთილთვისებიანი სიმსივნით (რომელიც შეიძლება განვითარდეს მისი ნებისმიერი უჯრედისაგან). 2. პარათირეოიდული ჯირკვლების კვანძოვანი ჰიპერპლაზიით ( რომელშიც უპირატესად ჩართულია მთავარი უჯრედები) 3. კუჭუკანა ჯირკვლის კუნძულების მრავლობითი კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნეებით. 4. პეპტიკური წყლულები ან წყლულები წვრილ ნაწლავში. ამ სინდრომს საფუძვლად უდევს აპუდ – სისტემის (იხ.) უჯრედთაგან განვითარებული მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზმები. სინონიმებია: მეა – სინდრომი, მენ – სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა