ვერნიკეს ენცეფალოპათია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვერნიკეს ენცეფალოპათია – თავის ტვინის დაზიანება თიამინის დეფიციტის შედეგად; წარმოიქმნება ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს, იშვიათად შეუწყვეტელი ღებინების, არაბალანსირებული პარენტერული კვებისას. პათომორფოლოგიურად ხასიათდება რუხი ნივთიერების ანთებითი და ჰემორაგიული ცვლილებებით. კლინიკურად ვლინდება ცნობიერების დათრგუნვით, ოფთალმოპლეგიით, ატაქსიით, ვეგეტატიური დისფუქციით. ხშირად თან ერთვის პოლინევროპათია. გამოსავალი შესაძლოა იყოს კორსაკოვსკის ამნესტიური სინდრომი. თიამინის შეყვანისას სიმპტომატიკა თანდათანობით რეგრესირდება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა