ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ვიტალური შეღებვა – (ლათ. vita – სიცოცხლე) უჯრედებისა და ქსოვილების სიცოცხლისმიერი შეღებვა შედარებით უვნებელი საღებარებით (ნეიტრალური წითელი, ლითიუმის კარმინი, ტრიპანის ლურჯი და სხვ.), რომლებიც შეჰყავთ ორგანიზმში. ზოგჯერ ქსოვილებს ღებავენ ცოცხალი ორგანიზმებიდან აღებული ნაჭრების მოთავსებით საღებარში. ამ ხერხს ეწოდება სუპრავიტული შეღებვა. სიცოცხლისდროინდელი შეღებვის მეთოდებით უჯრედული რეაქციების შესწავლამ დ.ნ.ნასონოვსა და ვ.ი.ალექსანდროვს საშუალება მისცა, შეექმნათ მოძღვრება პარანეკროზზე . (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა