ვიტამინ C უკმარისობა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვიტამინ C უკმარისობა – (ასკორბინის მჟავას უკმარისობა, სკორბუტი, ცინგა და სხვ.). C ვიტამინი დიდ როლს ასრულებს ჟანგვა – აღდგენით პროცესებში, ნახშირწყლების ცვლაში, კოლაგენისა და პროკოლაგენის სითეზში, სისხლძარღვთა განვლადობის ნორმალიზაციაში. კლინიკური სურათი. დაავადება ხასიათდება საერთო სისუსტით, კაპილარების მომატებული მტვრევადობით, პეტექიების გაჩენით, სისხლდენით ღრძილებიდან, ჰემორაგიული გამონაჟონით სახსრებში და პლევრაში, ლორწოვანი გარსების დისტროფული ცვლილებებით, ანემიზაციით, ნერვული სისტემის დარღვევებით. მკურნალობა. ასკორბინის მჟავა და C ვიტამინის შემცველი პრეპარატები (ასკილის ნაყენი, სიროფი, ვიტამინიზირებული ჩაი). პროფილაქტიკა. სრულყოფილი ბალანსირეული კვება; ასკორბინის მჟავას პროფილაქტიკური მიღება, მისი შესაძლო უკმარისობის განვითარების პირობებში; საკვების სწორად მომზადება, ასკორბინის მჟავას რაც შეიძლება მცირედი დანაკარგები პროდუქტების კულინარული დამუშავების დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა