ზურგის ტვინი

ზურგის ტვინი – ცენტრალური ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც მდებარეობს ხერხემლის არხში; მონაწილეობს რეფლექსთა უმრავლესობის განხორციელებაში. შედგება 31 – 33 სეგმენტისაგან, რომელთაგან თითოეულ გააჩნია 2 წყვილი ნერვული ფესვი – წინა – ე. წ. მამოძრავებელი, რომლის საშუალებითაც იმპულსები ზურგის ტვინიდან გადაეცემა პერიფერიას, და უკანა – ე. წ. მგრძნობიარე, რომელთა საშუალებითაც იმპულსები კანის, კუნთების, შინაგანი ორგანოების რეცეპტორებიდან გადაეცემა ზურგის ტვინს. ზურგის ტვინის წინა და უკანა ფესვები ერთდება ერთმანეთთან და წარმოქმნის ზურგის ტვინის შერეულ ნერვებს.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი