თვალის ბადურას საზღვროვანი შიგნითა შრე

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თვალის ბადურას საზღვროვანი შიგნითა შრე – (თვალის დაავ.) კონიუნქტივის ქრონიკული ანთება. ეტიოლოგია უცნობია. თვლიან, რომ გარკვეულ როლს თამაშობენ ენდოკრინული დარღვევები, ულტრაიისფერი სხივების მიმართ მგრძნობელობის მომატება, ალერგიული ფაქტორები. სიმპტომები. სინათლის შიში, ცრემლდენა, თვალების ქავილი, ქუთუთოების უკან უცხო სხეულის შეგრძნება. ქუთუთოების კონიუნქტივა ჰიპერემიულია, გააჩნია რძის შეფერილობა, მის, უპირატესად ზედა ქუთუთოს, ხრტილოვან ნაწილზე მოჩანს გამკვრივებული, გაფერმკრთალებული ვარდისფერი დვრილისებრი წანაზარდები, რომლებიც შესახედაობით მოგვაგონებენ ,,ქვაფენილს’’. ზოგჯერ ლიმბს აღენიშნება მორუხო – თეთრი ფერის მინისებური შესქელებები. დაავადება მეორდება ყოველწლიურად თბილი გაზაფხულის დღეების დადგომიდან დაწყებული წლის ცივი პერიოდით დამთავრებული.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა