თვისება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თვისება – საგნის მხარე, რომელიც განაპირობებს მის განსხვავებას თუ მსგავსებას სხვა საგნებთან და ვლინდება მათთან ურთიერთმოქმედებაში (მაგ. განფენილობა, დრეკადობა, ფერი, ელექტროგამტარობა და ა. შ. ). ყოველი თვისება შეფარდებითია, ხესთან შედარებით რკინა მაგარია, ალმასთან შედარებით კი – რბილი. ყოველ ცალკეულ საგანს უამრავი თვისება აქვს, რომელთა ერთობლიობაც ქმნის მის თვისებრიობას (თვისებრიობა და რაოდენობა). თვისებებს, რომლებიც ყველა საგანს ახასიათებს ან თვითონ მატერიის ბუნებასთანაა დაკავშირებული, საყოველთაო თვისებები (ატრიბუტები) ეწოდება. თვისებები არის სპეციფიკური და ზოგადი, მთავარი და არამთავარი, აუცილებელი და შემთხვევითი, არსებითი და არაარსებითი, გარეგანი და შინაგანი, თანხმობადი და არათანხმობადი, გამოყოფითი და გამოუყოფადი, ბუნებრივი და ხელოვნური და ა. შ. (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა