თიმუსის ქერქოვანი ნივთიერება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თიმუსის ქერქოვანი ნივთიერება – (cortex thymi) თიმუსის წილაკის პარენქიმის მუქად შეღებილი ზედაპირული ნაწილი. შედგება ეპითელური სტრომისა და ლიმფობლასტებისაგან (ძვლის წითელი ტვინიდან მიგრირებული T – ლიმფოციტების წინამორბედი უჯრედებია). ლიმფობლასტები პროლიფერირებენ და დიფერენცირდებიან T – ლიმფოციტებად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა