თირკმელების პოლიკისტოზი

თირკმელების პოლიკისტოზი – თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც თირკმლებში წარმოიქმნება სხადასხვა ზომის, თხევადი, ნახევრად გამჭვირვალე შიგთავსით სავსე კისტოზური ღრუები. თირკმლების ორმხრივი დაზიანება არც თუ იშვიათად ერწყმის ღვიძლში კისტების არსებობას.

მრავალი წლის განმავლობაში ავადმყოფები ჩვეულებრივ არაფერს უჩივიან, არ ვლინდება დაავადების ობიექტური ნიშნებიც. თირკმლები შესაძლებელია გადიდებული იყოს და ამასთან ერთად პალპირდებოდნენ. სხვა შემთხვევებში დაავადების დიაგნოსტირება ხდება მხოლოდ მისი შარდის გამომყოფი გზების ინფექციური გართულების ან თირკმლისმიერი ჰიპერტონიის დროს, რომელიც ვითარდება კისტებით თირკმლების სისხლძარღვებზე ზეწოლის შედეგად.

შარდის გამოკვლევით დგინდება პროტეინურია, იშვიათად ჰემატურია. ხშირად ვითარდება თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, თუმცა ჩვეულებრივ ის ნელა პროგრესირებს. ავადმყოფთა 20% – ს თირკმლების პოლიკისტოზი შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში არ გამოუმჟღავნდეს.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე,არჩილ შენგელია.სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი