თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერება – (medulla glandulae suprarenalis) ჯირკვლის შიგნითა ნაწილი, წარმოქმნილია ქრომაფინური უჯრედებით – ქრომაფინოციტი – chromaffinocytus (ლათ.chrom – ქრომი და ბერძნ. affinis – მონათესავე) (ტვინოვანი ენდოკრინოციტი – endocrinocytus medullaris), ლოკალიზდებიან სისხლძარღვებს შორის. გამოიმუშავებენ ადრენალინსა და ნორადრენალინს. ორქრომმჟავა კალიუმის ხსნარით დამუშავების დროს ამ უჯრედების ციტოპლაზმაში გროვდება აღდგენილი ქრომის რუხი ნალექი, აქედან წარმოდგება სახელწოდებაც. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა