თირკმლის ტვინოვანი ნივთიერება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თირკმლის ტვინოვანი ნივთიერება – (medulla renalis) თირკმლის ქერქოვანი ნივთიერების შიგნით მდებარეობს. ქმნის 8 – 12 პირამიდას, რომელთა მწვერვალები მიმართულია თირკმლის ფიალებისკენ: შედგება ნეფრონის მარყუჟისა და მათი აღმავალი და დაღმავალი ნაწილებისაგან, შემკრები მილაკების ბოლო ნაწილების, დვრილების არხებისა და აგრეთვე სისხლის კაპილარებისა და შემაერთებელქსოვილოვანი სტრომისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა