თორმეტჯოგა ნაწლავის დივერტიკული

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თორმეტჯოგა ნაწლავის დივერტიკული – უმეტესწილად თანდაყოლილია; მათი მხოლოდ 5% – ს ახლავს კლინიკური გამოვლინებები. ლოკალიზდება ნაწლავის შიგნითა ზედაპირზე. დივერტიკული შესაძლოა იყოს ერთეული ან მრავლობითი. სიმპტომები. კლინიკური გამოვლინებები წარმოიქმნება მხოლოდ გართულებების დროს. ზედა ჰორიზონტალური ნაწილის დივერტიკული ვლინდება წყლულოვანი დაავადების სიმპტომატიკით, რაც უკავშირდება დივერტიკულში მჟავე შიგთავსის მოხვედრასა და მასში ეროზიებისა და წყლულების წარმოქმნას. ნაწლავის დასწვრივი ნაწილის დივერტიკულმა მასში ანთების წარმოქმნის დროს შესაძლებელია განაპირობოს თირმეტგოჯა ნაწლავის დიდი დვრილის (ფატერის დვრილი) კომპრესია, შემდგომი ქოლანგიტის, პანკრეატიტის, მექანიკური სიყვითლის განვითარებით. შესაძლებელია ანთების გადასვლა კუჭქვეშა ჯირკვალზე, ქრონიკული პანკრეატიტის განვითარებით. კლინიკური სურათი: ტკივილი მუცლის მარჯვენა ნახევარში, სიმძიმის გრძნობა, გულისრევა, ღებინება, სისხლდენა, შესაძლებელია სიყვითლე. ქვედა ჰორიზონტალური ნაწილის დივერტიკულმა შესაძლებელია გამოიწვიოს ზეწოლა თორმეტგოჯა ნაწლავზე და მისი გაუვალობა. დიაგნოზი ეყრდნობა დამახასიათებელ კლინიკურ სურათს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, გასტროდუოდენოსკოპიას. მკურნალობა ძირითადად კონსერვატულია. იგი მიმართულია დივერტიკულიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისაკენ. მყარი მორეციდივე მიმდინარეობის, ასევე დივერტიკულის დიდი ზომების დროს ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა