თრომბოციტოზი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თრომბოციტოზი – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება თრომბოციტების რიცხვის გაზრდით სისხლის მოცულობით ერთეულში. შესაძლოა იყოს პირველადი (იდიოპათიური თრომბოციტემია, თრომბოციტოზი ერითრემიის, ქრონიკული მიელოლეიკოზის დროს) და მეორადი – მასიური სისხლდენების, ქირურგიული ჩარევის, ელენთის ამოკვეთის, რკინის დეფიციტის, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების, ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს და სხვ. ვლინდება სისხლდენით, თრომბოზით, თითების ტკივილით, გაბუჟებით და გალურჯებით. მორეციდივე თრომბოზების დროს ტარდება ანტიაგრეგანტებით მკურნალობა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა