იდიოპლაზმა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

იდიოპლაზმა – (idioplasma ბერძნ.idios – თავისებური და იხ.პლაზმა სინ.ჩანასახოვანი პლაზმა) გენეტიკური ინფორმაციის შენახვისა და გადაცემასთან დაკავშირებული უჯრედის სტრუქტურული კომპონენ­ტების ერთობლიობა. უჯრედში იდიოპლაზმა წარმოდგენილია უმთავ­რესად გენომით და, შესაძლებელია, პლაზმოგენებითაც . რო­გორც ჩანს, მემკვიდრეობითი თვისებების გადაცემაში უჯრედის სხვა შემადგენელ ნაწილებსაც აქვთ გარკვეული მნიშვნელობა. ტერმინი „იდიოპლაზმა“ შემოიღო ნეგელიმ (1884). ვეისმანი ამ ტერმინით განსაზღვრავდა ჩანასახოვან პლაზმას, როგორც სომისა და გარემოსაგან დამო­უკი­დე­ბელ მემკვიდრეობით ნივთიერებას და შეცდომით უპირის­პირებდა მას სომას. თანამედროვე ლიტერატურაში აღნიშნულ ტერმინს ნაკლებად ხმარობენ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა