იზოლაციის სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

იზოლაციის სინდრომი – ავადმყოფური მდგომარეობა, გამოწვეული თავის ტვინის ხიდის ორმხრივი დაზიანებით კორტიკოსპინური და კორტიკობულბური გამტარი გზების ტოტალური ჩათრევით. ხასიათდება თითქმის ყველა ნებითი მოძრაობის უნარის დაკარგვით. ავადმყოფის ცნობიერება შენარჩუნებულია, მაგრამ იგი არის უმოძრაო მდგომარეობაში და არ რეაგირებს გარშემომყოფებზე; შესაძლოა შეცდომით დაისვას კომის დიაგნოზი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა