იმპლანტაცია

იმპლანტაცია – (implantatio – nidatio ლათ. planto, plantare – დარ­გვა სინ.nidatio – ნიდაცია – ბუდე) 1. ახალ ადგილას უჯრედთა, ქსოვილთა ან ორგანოების გადატანა, გადანერგვა შემდგომი მიხორ­ცებით. იმპლანტაცია გამოხატავს ორგანიზმში ქსოვილთა კულტივი­რებას, რომლის მეთოდი შეიმუშავა თ.მ.ლაზარენკომ; 2. ემბრიოლო­გიაში ჩანა­სა­ხის ჩამყნობა ქორიონის ხაოების მეშვეობით. საშვილოსნოს ლორწოვან გარსში ადამიანის იმპლანტაცია მიმდინარეობს 6 – 7 დღეს კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)  – 1. ჩანასახის ჩანერგვა დედის ორგანიზმის ქსოვილში, რომელიც ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისას ხორციელდება საშვილოსნოს ლორწოვან გარსში კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან 6 – 7 დღის შემდეგ. ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობების დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შესაძლებელია იმპლანტირდეს საშვილოსნოს გარეთ, მაგ. საშვილოსნოს მილში; 2. ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმის ქსოვილში სხვადასხვა იმპლანტანტების ჩანერგვა.(2)

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი