იმუნოდიაგნოსტიკა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

იმუნოდიაგნოსტიკა – (იმუნიტეტი და დიაგნოსტიკა), პრაქტიკული იმუნოლოგიის დარგი, რომლის ამოცანაა ინფექციური დაავადებების გამოცნობა სეროლოგიური რეაქციებისა და ალერგიული დიაგნოსტიკური სინჯის საშუალებით. სეროლოგიურ რეაქციებს (აგლუტინაცია, პრეციპიტაცია, ბაქტერიოლიზი და სხვ.) იყენებენ აგრეთვე სისხლის ჯგუფის დასადგენად, ხოლო სასამართლო მედიცინაში არკვევენ ვის ეკუთვნის გამოსაკვლევი სისხლი – ადამიანს თუ ამა თუ იმ ცხოველს. ვეტპრაქტიკაში იმუნოდიაგნოსტიკას იყენებენ ცხოველთა მრავალი ინფექციური დაავადების გამოსაცნობად, აგრეთვე დაავადებული და ბაქტერიამტარებელი ცხოველების გამოსავლენად. [“1”]  – ინფექციური და ავტოიმუნური დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდი, რომელიც დამყარებულია ორგანიზმში ანტიგენებისა და ანტისხეულების აღმოჩენაზე.(2)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა