ინდივიდუალური განვითარების ბიოლოგია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ინდივიდუალური განვითარების ბიოლოგია – მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ორგანიზმების ონტოგენეზური განვითარების კანონზომიერებებს. იგი ჩამოყალიბდა უკანასკნელ ათწლეულში ექსპე­რიმენტული ემბრიოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის, გენეტიკის, ციტოლოგიის მიღწევათა საფუძველზე. ინდივიდუალური განვითარების ბიოლოგიის ამოცანაა განვითარებად ინდივიდში მიმდინარე მაკრო და მიკრომორფოლოგიური, ფიზიოლოგიურ – ბიოქიმიური, მოლეკულუ­რი­ და გენეტიკური პროცესების გამოკვლევა, ცხოველთა, მცენარეული ორგანიზმებისა და, აგრეთვე, ერთუჯრედიან ფორმათა ონტოგენეზის ყველა ეტაპზე განვითარების პროცესების მართვის ფაქტორთა და მექა­ნიზმის გამოკვლევა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა