ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
თავის ტვინის ცისტიცერკოზი – (ნერვ. დაავ.) ვითარდება დასნებოვნებული ბოსტნეულით ან წყლით ღორის სოლიტერის კვერცხების კუჭში მოხვედრისა და შემდგომ, ჰემატოგენური გზით, თავის ტვინში შეღწევის შედეგად. სიმპტომები დამოკიდებულია თავის ტვინში ცისტიცერკების რაოდენობაზე, მათ ლოკალიზაციაზე. გამოყოფენ შემდეგ კლინიკურ ფორმებს: სიმსივნური, ჰიდროცეფალური, მენინგეალური, ეპილეპტიფორმული. დიაგნოსტიკაში გვეხმარება თავზურგტვინის სითხის გამოკვლევის მონაცემები (ვლინდება ციტოზი, ტიპიური კომპლემენტის შებოჭვის რეაქცია). მკურნალობა. ერთეული ცისტიცერკების შემთხვევაში – მათი ოპერაციული მოცილება. მრავლობითი ცისტიცერკოზის შემთხვევაში – დეჰიდრატაცია, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები. პროფილაქტიკა მდგომარეობს სანიტარულ – საგანმანათლებო სამუშაოების ჩატარებაში, ჰელმინთების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გატარებაში.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა