თვითშთაგონება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თვითშთაგონება  – (ფსიქოლოგია) (აუტოსუგესტია) შთაგონების პროცესი, მიმართული საკუთარი თავისადმი, რომლის დროსაც შთაგონების ზემოქმედების სუბიექტი და ობიექტი ერთმანეთს ემთხვევა. თვითშთაგონება იწვევს თვითრეგულაციის დონის ამაღლებას, რაც საშუალებას აძლევს სუბიექტს გამოიწვიოს საკუთარ თავში ესა თუ ის შეგრძნებები, აღქმები, მართოს მეხსიერების პროცესები, ემოციური და სომატური რეაქციები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა