ინფორმოსომები

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ინფორმოსომები – (informosomata ლათ.informare – შეტყო­ბი­ნება და ბერძნ.soma, somatos – სხეული) რიბონუკლეოპრო­ტეიდული ნაწილაკები, რომლებიც ბლასტომერების ბირთვებში წარ­მოიქმნებიან გაყოფის დროს. ციტოპლაზმაში მოხვედრისას მათ გადააქვთ გენეტიკური ინფორმაცია, რამდენიმე ხნის განმავლობაში თავისუფალ მდგომა­რეობაში რჩებიან და რიბოსომებს არ უერთდებიან. ჩანასახის განვითა­რების უფრო მოგვიანებით სტადიებზე ინფორმოსომები უერთდება რიბოსომებს, რომლებშიც მანამდე ცილების სინთეზი მიმდინარეობდა ადრინდელი პროგრამის მიხედვით. ამ დროს ხდება რეპროგრამირება რი­ბო­სომებისა, რომლებიც ახლა უზრუნველყოფენ სინთეზს ინფორმოსო­მების მიერ გადმოცემული ახალი პროგრამის მიხედვით. ტერმინი შე­მოიღო ა.ს.სპირინმა (1964). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) ინფორმოსომები – ნუკლეოპეოტეიდული ნაწილაკები, რომლებიც არიან ევკაროიტულ უჯრედებში. ცილის ბიოსინთეზის დროს ინფორმოსომებში ინფორმაციული რნმ გადადის ბირთვიდან ციტოპლაზმაში.(2)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook