ინფორმოსომები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინფორმოსომები – (informosomata ლათ.informare – შეტყობინება და ბერძნ.soma, somatos – სხეული) რიბონუკლეოპროტეიდული ნაწილაკები, რომლებიც ბლასტომერების ბირთვებში წარმოიქმნებიან გაყოფის დროს. ციტოპლაზმაში მოხვედრისას მათ გადააქვთ გენეტიკური ინფორმაცია, რამდენიმე ხნის განმავლობაში თავისუფალ მდგომარეობაში რჩებიან და რიბოსომებს არ უერთდებიან. ჩანასახის განვითარების უფრო მოგვიანებით სტადიებზე ინფორმოსომები უერთდება რიბოსომებს, რომლებშიც მანამდე ცილების სინთეზი