კარიოლიმფა

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კარიოლიმფა – (caryolympha ბერძნ.caryon  –  ბირთვი და lympha  –  გამჭვირვალე სითხე; სინ.ბირთვის წვენი, ბირთვის პლაზმა, ნუკლეო­პლაზმა) უჯრედის ბირთვის თხიერი ჰომოგენური ძირითადი ნივთიერე­ბა, რომელიც შემოსაზღვრულია ბირთვის მემბრანით  –  კა­რიოლემით. ელექტრონული მიკროსკოპიის მონაცემებით, ბირთვაკების გარდა კარიოლიმფაში ჩანს წვრილმარცვლოვანი და წვრილფიბრი­ლური წარმონაქმნები, რომელთა დიამეტრი 20 Ao – მდეა. ვარაუდობენ, რომ ეს სტრუქტურული ელემენტები დნმ – ის დესპირალიზებული მოლეკულე­ბის განივი ან ირიბი ანათლებია. კარიოლიმფაში გვხვდება აგრეთვე უფრო მსხვილი სფერული ნაწილაკები  –  ბირთვის რიბოსომები, რომლე­ბიც უფრო ხშირად ლაგდებიან ბირთვაკების გარშემო და ბირთ­ვის მემბ­რანასთან ახლოს. ბირთვის წვენის ქიმიური შედგენილობა არასა­კმაოდაა შესწავლილი. არის მონაცემები, მასში ნუკლეოტიდების, ჰისტ­ონების, ფერმენტებისა და სხვათა შემცველობის შესახებ. ფელგენის რეაქ­ცია იძლევა ბირთვის მთელი შიგთავსის სუსტ ჰომოგენურ შეღებვას და ქრო­მატი­ნის ბელტების ინტენსიურ შეღებვას. მიტოზის დროს ბირთვის­ წვე­ნი შეე­რევა გაყოფადი უჯრედის ციტოპლაზმას (იხ. მიქსოპ­ლაზმა). ტელოფაზაში შვილეული ბირთვების წარმოქმნასთან ერთად კონცენტრი­რ­დება მათი შიგთავსიც  –  კარიოლიმფა. ტერმინი შემოიღო ჰეკელმა (1891). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook