ინტერნეტის სამეცნიერო მეთოდები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ინტერნეტის სამეცნიერო მეთოდები – (ინტ.) ქსელური საინფორმაციო სივრცის თეორიული და პრაქტიკული ათვისების წესების,ხერხებისა და ოპერაციების ერთობლიობა. გამოიყენება ამ სივრცის შესახებ ცოდნის მისაღებად და გასაღრმავებლად. ზოგადი მეთოდებია: ანალიზი, სინთეზი, აბსტრაჰირება, შედარება, ინდუქცია, დედუქცია, ანალოგია და სხვ. სპეციფიური მეთოდებია: მათემატიკის, სტატისტიკის, ელექტრონიკის, კიბერნეტიკის, ინფორმატიკის, სოციოლოგიის, ეკონომიკის, პოლიტოლოგიის და სხვა დისციპლინების ზოგადსამეცნიერო მეთოდები. პრაქტიკული მეთოდებია: დაკვირვება, გაზომვა, ექსპერიმენტი, მოდელირება და სხვ. ლოგიკური მეთოდებია: მტკიცება, განმარტება, შედეგების გამოყვანა და სხვ. ინტერნეტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამეცნიერო – შემოქმედებითი მეთოდები, რომლებშიც მეცნიერული გამოკვლევის პროცესი შერწყმულია გამოგონებებთან, ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების შექმნასთან.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა