იშემიური ინსულტი

იშემიური ინსულტი – (ნერვ. დაავ.) უხშირესად უვითარდებათ ხანშიშესულ პირებს, რომელთაც აღენიშნებათ ათეროსკლეროზი. ნეკროზული კერა (რუხი დარბილების კერა) ვითარდება თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოზისა და ემბოლიების დროს, კორონარული და ცერებრალური უკმარისობით ავადმყოფებში გულის მოქმედების დაქვეითების გამო. სიმპტომები. თრომბოზის დროს დაავადება ვითარდება თანდათანობით, ხშირად ძილის დროს. დაავადების წინა პერიოდი გამოხატულია თავბრუსხვევით, კიდურების დროებითი სისუსტითა და დაბუჟებით. კეროვანი სიმპტომები, ჩვეულებრივ ვითარდება შენარჩუნებული გონების ფონზე. ემბოლია ვლინდება ენდოკარდიტების, მოციმციმე არითმიის დროს. კეროვანი სიმპტომები სწრაფად ჩნდება, ხშირად აღინიშნება გონების ხანმოკლე დაკარგვა, ზოგჯერ ფოკალური, კრუნჩხვითი შეტევები.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი