კავერნა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კავერნა – (ლათ. caverna – მღვიმე, ღრუ), ქსოვილების რღვევისა და კვდომის (ნეკროზის) შედეგად ორგანოში (ფილტვი, თირკმელი, ღვიძლი და სხვ.) წარმოქმნილი ღრუ. კავერნა შეიძლება იყოს დახშული ან ღია, როდესაც კავერნის შიგთავსი გარეთ გამოდის ბუნებრივი არხის საშუალებით. კავერნა უმეტესად ჩირქოვან – ნეკროზული პროცესებისა და სპეციფიკური ანთების დროს წარმოიქმნება; იგი ხელს უწყობს პათოლოგიური პროცესის გავრცელებასა და გართულებებს (სისხლის დენს, პერფორაცია). [“1”] კავერნა – ორგანიზმის ქსოვილების პათოლოგიური დაშლის შედეგად წარმოქმნილი ღრუ. შეიძლება განვითარდეს ფილტვში, თირკმელში და სხვ.(2)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა