კაზაბახ – მერიტის სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კაზაბახ – მერიტის სინდრომი – (H. H. Kasabach, ამერ. პედიატრი, K. Merritt ამერ. ექიმი; სინ.: გიგანტური ჰემანგიომა თრომბოციტოპენიით) დაავადება, რომელიც ხასიათდება ე. წ. გიგანტური ჰემანგიომით, რასაც თან ახლავს თრომბოციტოპენიური პურპურა, სისხლდენები და ანემია. სინდრომის პირველი გამოვლინებები აღინიშნება ბავშვის დაბადებისთანავე ან ადრეულ ბავშვობაში ფართო კაპილარული ან კაპილარულ – კავერნოზული ჰემანგიომების სახით; ხშირია გოგონებში. გარდა ერთეული ჰემანგიომებისა, გვხვდება აგრეთვე მრავლობითიც ბადურაში, პარენქიმულ ორგანოებში, კიდურის ძვლებში ლოკალიზაციით. კანზე და ლორწოვანზე აღინიშნება პეტექიები და ექსტრავაზატები. შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა ჭიპიდან, ლორწოვანი გარსებიდან, კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან; აღინიშება თრომბოციტოპენია, ანემია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა