კარიოკინეზი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კარიოკინეზი – (caryokinesis ბერძნ.caryon  –  ბირთვი და kinesis  –  მოძრაობა) ტერმინი შემოიღო (1878) შლეიხერმა უჯრედის ბირთვის არაპირდაპირი გაყოფის პირველი ფაზების აღსანიშნავად. ამჟამად ამ ტერმინს ხმარობენ უფრო ფართო მნიშვნელობით, მთლიანად უჯრედის მიტოზური გაყოფის პროცესის აღსანიშნავად. ამ მნიშვნელობით ის პირ­ველად იხმარა (1882) ფლემინგმა. სინ.მიტოზი, უჯრედის არაპირდაპირი გაყოფა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა