კარპოპედალური სპაზმი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კარპოპედალური სპაზმი – მტევნისა და ტერფის კუნთების ძლიერი, მტკივნეული შეკუმშვა; წარმოადგენს ტეტანიის ადრეულ ნიშანს; ეს მდგომარეობა ყველაზე უფრო ხშირად აღინიშნება ჰიპოკალციემიის დროს. კარპოპედალურ სპაზმს ხშირად თან ახლავს ხელის, ფეხის თითებისა და პირის ირგვლივი მიდამოს პარესთეზიები; კუთების სისუსტე, ტიკები და კრუნჩხვები, ჰიპერრეფლექსია, ქორეა, მომატებული დაღლილობა, გაძლიერებული გულისცემა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა