კასიდი – შოლტის სინდრომი

კასიდი – შოლტის სინდრომი – კარცინოიდი; წვრილი ნაწლავის მეტასტაზებადიკარცინოიდი, კარცინოიდული სიმსივნე, ენტეროქრომაფინომა (კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო სახელია), მათი მორფოლოგიური სუბსტრატია ნაწლავის არგენტოფინოციტები ან მათი სტრუქტურულად მსგავსი უჯრედები. კარცინოიდები გვხვდება ძირითადად ნაწლავებში, შეიძლება იყოს ასევე ჭიაყელა დანამატში, კუჭში, ბრონქებში. ნიშნებია ფაღარათი, შეხურება (ხანმოკლე – 2 – 3წუთიანი), ტელეანგიექტაზიები – სახესა და ტანზე, ჰედინგერის ნიშანი (იხ.) და სხვ. ძირითადად მეტასტაზირებს ღვიძლში. [“3”]

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..