კირლეს დაავადება

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კირლეს დაავადება – (J. Kyrle, ავსტრიელი დერმატოლოგი) კანის იშვიათი ქრონიკული დაავადება, რომელიც ვლინდება ფოლიკულების ზონაში გარქოვანების დარღვევებით. ეტიოლოგია ცნობილი არ არის. ვითარდება ნებისმიერ ასაკში, უპირატესად ავადდებიან ბიჭები 10 – 12 წლის ასაკში. პირველად ელემენტს წარმოადგენს ფოლიკულური, იშვიათად პარაფოლიკულური რქოვანი კვანძი, მოყვითალო ფერის; ზრდასთან ერთად კვანძები ღებულობს მოყავისფერო – წითელ შეფერილობას და მეჭეჭისებრ სახეს. კვანძების შეერთებით წარმოიქმნება სხვადასხვა ზომის ბალთები. რქოვანი შრეების მოცილების შემდეგ მათ ქვეშ ვითარდება ჩაღრმავებები, რომლებიც ზოგჯერ სისხლმდენებია. ზიანდება უპირატესად კიდურების გამშლელი ზედაპირები, მაგრამ ზოგჯერ აქვთ დისემინირებული ხასიათი თავის, სახის, ტანის კანის პროცესში ჩართვით. დაავადება მიმდინარერობს ქრონიკულად, ზოგჯერ რეციდივებით. ავადმყოფთა ზოგადი მდგომარეობა არ ზიანდება, ქავილი არ აღინიშნება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook