კონსალტინგი

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კონსალტინგი – მყიდველთა და გამყიდველთათვის წარმოებული საკონსულტაციო საქმიანობა, საწარმოების, ფირმებისა და ორგანიზაციების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო წრის შესახებ, მათ შორის საგარეო – ეკონომიკურ სფეროშიც. კონსალტინგური ფირმები სათავაზობენ მომსახურებას ბაზრის კვლევისა და პროგნოზირების შესახებ (საქონელი, მომსახურეობა, ლიცენზია, ნოუ – ჰაუ და სხვა.) საერთაშორისო სავაჭრო ბაზრების ფასების შესახებ, სასაქონლო – პოლიტიკური პირობების შესახებ, საექსპორტო – საიმპორტო ოპერაციების, საერთაშორისო თანამშრომლობის ობიექტებზე ტექნიკურ – ეკონომიკური გაანგარიშების საფუძვლიანობის და ერთობლივი საწარმოების შექმნის შესახებ, საექსპორტო სტრატეგიის შემუშავების, მარკეტინგულ კვლევეთა კომპლექსის ჩატარების შესახებ, მარკეტინგული პროგრამების შემუშავების შესახებ, წარმოების საფინანსო – სამეურნეო საქმიანობის ანალიზს შიდა და გარე გარემოს (ატმოსფეროს) გათვალისწინებით, აგრეთვე კონკრეტული ბაზრის დახასიათებას, რომელზეც საწარმო ასრულებს თავის საექსპორტო – საიმპორტო ოპერაციებს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook