Tag Archives: საწარმო

წარმოების კომპლექსური ავტომატიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წარმოების კომპლექსური ავტომატიზაცია – (ინტ.) complex automation manufacturing საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის მეთოდოლოგია, დაფუძნებული კომპიუტერების გამოყენებაზე. აერთიანებს საპროექტო სამუშაოებს, ტექნოლოგიურ საშუალებებს, დაგეგმვის, კონტროლის, მართვისა და აღრიცხვის სისტემებს. კომპლექსური ავტომატიზაციის სისტემის დანერგვის შედეგად, საწარმო არსებითად ამცირებს ზედნადებ ხარჯებს, დაფინანსების დანახარჯებს, წარმოების ნარჩენებსა და წუნს, უზრუნველჰყოფს ნედლეულისა და ენერგიის ეკონომიას.

Read More

უნიტარული საწარმო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უნიტარული საწარმო – კომერციული ფირმა, რომელსაც არა აქვს მინიჭებული ქონების საკუთრების უფლება. უნიტარული საწარმო შეიძლება იყოს სახელმწიფო ან მუნიციპალური. მისი ქონება, შესაბამისად, იმყოფება ან სახელმწიფო, ან მუნიციპალურ საკუთრებაში. უნიტარულ საწარმოს ამ ქონებაზე აქვს სამეურნეო წარმოებისა ან ოპერატიული მართვის უფლება და იგი არ შეიძლება განაწილდეს არავისზე. გაფრთხილება! ბმულები:

Read More