Tag Archives: ტექნოლოგიურ

წარმოების კომპლექსური ავტომატიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წარმოების კომპლექსური ავტომატიზაცია – (ინტ.) complex automation manufacturing საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის მეთოდოლოგია, დაფუძნებული კომპიუტერების გამოყენებაზე. აერთიანებს საპროექტო სამუშაოებს, ტექნოლოგიურ საშუალებებს, დაგეგმვის, კონტროლის, მართვისა და აღრიცხვის სისტემებს. კომპლექსური ავტომატიზაციის სისტემის დანერგვის შედეგად, საწარმო არსებითად ამცირებს ზედნადებ ხარჯებს, დაფინანსების დანახარჯებს, წარმოების ნარჩენებსა და წუნს, უზრუნველჰყოფს ნედლეულისა და ენერგიის ეკონომიას.

Read More

საინფორმაციო – ტექნოლოგიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საინფორმაციო – ტექნოლოგიები – (ინტ.) information technology  ერთიან ტექნოლოგიურ ჯაჭვში გაერთიანებული მეთოდები, საწარმოო – ტექნოლოგიური და აპარატულ – პროგრამული საშუალებები, რომლებიც ინფორმაციის შეგროვებას, შენახვას, გამოყვანასა და გავრცელებას უზრუნველყოფენ; საინფორმაციო ტექნოლოგიების ძირითად ამოცანას, საინფორმაციო რესურსებით სარგებლობის შრომატევადობის შემცირება, მათი  ოპერატიულობისა და საიმედოობის ხარისხის ზრდა წარმოადგენს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More