ლაქტაციური მასტიტი

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ მასტიტის საწინააღმდეგო საშუალებები  ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები
გამომწვევია სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები და სხვა ლპობითი მიკრობები. ინფექციის შეჭრის კარია დვრილების ნახეთქები, იშვიათად რძის სადინრები. პროცესის პათოლოგიის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ სეროზულ, ინფილტრაციულ და ჩირქოვან მასტიტებს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

დაავადება იწყება მწვავედ; ავადმყოფი უჩივის ტკივილს სარძევე ჯირკვალში, ტემპერატურა მატულობს 380 C – მდე და ზევით; აღინიშნება მრავალჯერადი შემცივნება. დაზიანებული სარძევე ჯირკვალი გადიდებულია, კანი ინფილტრატის ზევით ჰიპერემიულია, აღინიშნება კანქვეშა ვენების გაფართოება, დვრილებზე ნახეთქები, იღლიის ქვეშა ლიმფური კვანძები გადიდებული და მგრძნობიარეა.


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
ნივთები მშობიარობის შემდგომი პერიოდისათვის >>


დაავადების დასაწყისში ინფილტრატს სარძევე ჯირკვალში არა აქვა გამოხატული საზღვრები, მოგვიანებით იგი მკაფიო ხდება, შემდეგ კი რბილდება (ჩირქდება). დაჩირქებას თან ახლავს ავადმყოფის მდგომარეობის გაუარესება, ტემპერატურა რემიტირებადია, მატულობს ინტოქსიკაცია, პერიფერიულ სისხლში იზრდება ლეიკოციტოზი და ედსი. წარმოქმნილი ფლუქტუაცია მიუთითებს ჩირქის წარმოქმნაზე.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი; მასტი