მაი – ჰეგლანის ანომალია

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მაი – ჰეგლანის ანომალია – იშვიათი ოჯაური ანომალია. განეკუთვნება თრომბოციტოპენიურ თრომბოციტოპათიას. გენი გადაეცემა დომინანტური ტიპით. დამახასიათებელია თრომბოციტოპენია, დიდი 2 – 5 მიკრონი ზომის ჩანართების არსებობა ნეიტროფილებში. გიგანტური თრომბოციტები ასევე შეიცავენ გრანულებს მცირე რაოდენობით. კლინიკური გამოვლინებები არა აქვს. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება სისხლდენა. თრომბოციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირებულია 3 დღემდე (ნორმა 8 – 11 დღე), ძვლის ტვინში აღწერილია მეგაკარიოციტების ციტოპლაზმის შეჯგუფება. კლინიკა და მკურნალობა იგივეა, რაც ბერნარდ – სულიეს თრომბოციტების თანდაყოლილი ჰემორაგიული დისტროფის დროს. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook