მდგომარეობა (ადამიანის)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მდგომარეობა (ადამიანის) – (ფსიქოლოგია) ეს არის ნებისმიერი სისტემის დახასიათება, რომელიც ასახავს მის მდგომარეობას გარემოს ობიექტებთან შეფარდებით. ადამიანის მდგომარეობა შესაძლებელია იყოს შინაგანად და გარეგანად დაკვირვებადი. შინაგანად დაკვირვებადი მდგომარეობა – ესაა გარკვეულ მომენტში სუბიექტის ინტეგრალური შეგრძნება კეთილდღეობისა (არაკეთილდღეობისა), კომფორტისა (დისკომფორტის) ორგანიზმის ამა თუ იმ სისტემებში, ან ორგანიზმში მთლიანად. გარეგნულად დაკვირვებადი მდგომარეობა – ეს არის ხარისხი ადამიანის კეთილდღეობისა (არაკეთულდღეობის), კომფორტისა (დისკომფორტის), რომელიც გამოიხატება გარეგნული ნიშნებით. ადამიანის მდგომარეობა ასრულებს ადაპტაციის რეგულატორულ ფუნქციას გარემომცველ სიტუაციაში და გარემოში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook