კბილის ბორმანქანა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კბილის ბორმანქანა – სამედიცინო აპარატი, რომელიც აბრუნებს სხვადასხვა ფორმისა და სხვადასხვა მასალისაგან დამზადებულ კბილის ბურღს. იყენებენ კბილის მაგარი ქსოვილების დასამუშავებლად, კბილის ბორმანქანა შეიძლება იყოს ფეხის (თითქმის აღარ იყენებენ), ელექტრული და ტურბინიანი. ელექტრული ბორმანქანის ბუნიკში გამაგრებულ კბილის ბურღს ამოძრავებს ელექტროძრავა, ტურბინიანში კი – ბუნიკში მოთავსებული ტურბინა, რომელსაც აბრუნებს კომპრესორიდან მიწოდებული შეკუმშული ჰაერის ნაკადი. ელექტრონული კბილის ბურღის ბრუნვის სიხშირეა 30 ათ. ბრ/წთ, ტურბინიანისა – 350 ათ – მდე ბრ/წთ. ბურღის ბრუნვის სიხშირის მომატება უმტკივნეულოს ხდის კბილის დამუშავებას, რადგან მინიმუმამდე მცირდება ვიბრაცია და კბილზე დაწოლა. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა