კეირის ერითროპლაზია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კეირის ერითროპლაზია – (L. Queyrat, ფრანგი დერმატოლოგი; ბერძ. Erythros წითელი + plasis ფორმირება, ჩამოყალიბება; სინ.: კეირის დაავადება, წყლულოვან – მემბრანული ბალანიტი, ერითროპლაზია) ლორწოვანი გარსების შიგაეპითელური სიმსივნე (კიბო). ეტილოგია ცნობილი არ არის, მაკროსკოპულად კეირის ერითროპლაზია ხასიათდება მკვეთრად შემოსაზღვრული პოლიციკლური კერით; ზოგჯერ აღინიშნება ზედაპირული დაწყლულება უმნიშვნელო სეროზული გამონაყოფით. სუბიექტური შეგრძნებები უმნიშვნელოა: ზოგჯერ ავადმყოფები უჩივიან ქავილს, წვას დაზიანებულ მიდამოში. დაავადება მიმდინარეობს ხანგრძლივად, წლობით, ნელი პროგრესირებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა