კეპლერ – პელეგრინ – შტიდის დაავადება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კეპლერ – პელეგრინ – შტიდის დაავადება – ანუ შტიდის მოტეხილობა. რბილ ქსოვილთა კალციფიკაცია ბარძაყის ძვლის ირგვლივ ჩვეულებრივ მუხლის ტრავმის შემდეგ. ნიშნები: ტკივილი და შეშუპება ბარძაყის ძვალზე, რომელიც ძლიერდება სიარულის დროს. რენტგენოლოგიურად ბარძაყის ძვლის ტიბიალურ მხარეზე მცირე ზომის ძვლის შედრეკილი ჩრდილი, ეპიფიზის დიაფიზში გადასვლის ადგილზე. სინონიმები: პელეგრინ – შტიდის დაავადება, შტიდ – პელეგრინის სინდრომი, შტიდის დაავადება. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა