კიარის დაავადება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კიარის დაავადება – (H. Chiari, ავსტრიელი პათოლოგი; სინ.: ღვიძლის ვენების მაობლიტირებელი ენდოფლებიტი, ღვიძლის ვენების პირველადი თრომბოზი) დაავადება, რომელიც განპირობებულია ღვიძლის ვენების სრული ან ნაწილობრივი გაუვალობითა და ხასიათდება პორტული ჰიპერტენზიით, ასციტით და ღვიძლის უკმარისობით. დაავადების მწვავე ფორმის დროს აბდომინურ მოვლენებს ხშირად წინ უძღვით ძლიერი, მწვავე ტკივილები მუცელში. ტკივილი შესაძლოა წარმოიქმნას უეცრად, ირადირებს ზურგში ან მარჯვენა გვერდში და მიმდინარეობს ღვიძლის სწრაფი და მასიური გადიდებით. პალპაციით ღვიძლის ზედაპირი გლუვი და მტკივნეულია; სიყვითლე სუსტადაა გამოხატული. ვითარდება ასციტი, რომელიც ცუდად ექვემდებარება მკურნალობას, შესაძლოა განვითარდეს შოკი, ზოგჯერ სისხლდენები კუჭ – ნაწლავიდან, ერთდროულად ღვიძლის მძიმე უკმარისობის განვითარებით. ქრონიკული ფორმის დროს აღინიშნება ღვიძლის თანდათანობითი გადიდება, სხვადასხვა სახის ტკივილები მუცელში, ასციტი, ზოგჯერ ელენთის გადიდება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა