კისრის დივერტიკული

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კისრის დივერტიკული – წარმოიქმნება ერთის მხრივ ხახა – საყლაპავის გადასვლის უკანა კედლის სისუსტის შედეგად და ბეჭდისებურ – ხახის კუნთის დისკინეზიით  –  მეორეს მხრივ. სავარაუდოდ მიზეზს წარმოადგენს ხახის შეკუმშვის კოორდინაციის მოშლა და ბეჭდისებურ – ხახის კუნთის შეკუმშვის კოორდინაციის მოშლა, რომელიც მოქმედებს როგორც საყლაპავის ზედა სფინქტერი. ზედა სფინქტერის ნაადრევი შეკუმშვის გამო წარმოიქმნება წნევის მომატება და კიპლიანის სამკუთხედის ლორწოვანი გარსი გამოიბერება დივერტიკულის წარმოქმნით. სიმპტომები. ძირითადი სიმპტომია დისფაგია. პატარა დივერტიკულმაც კი შესაძლებელია განაპირობოს სპასტიკური ხასიათის დისფაგია. დიდი დივერტიკულის დროს საკვების მიღების შემდეგ წარმოიქმნება წნევისა და სიმძიმის გრძნობა კისრის არეში; თანდათანობით საკვებით ავსებული დივერტიკული აწვება საყლაპავს და იწვევს სრულ დისფაგიას. დივერტიკულის დაცლის შემდეგ წარმოიქმნება საკვების ნარჩენების რეგურგიტაცია, რასაც თან ახლავს სპეციფიკური ხმა, საკვების გადასვლა საყლაპავში აღდგება. დივერტიკულზე ზეწოლისას ასევე ხდება საკვების ნარჩენების რეგურგიტაცია; ამასთან კუჭის მჟავე შიგთავსი არ არის. რეგურგიტაცია შესაძლებელია მოხდეს ღამით, რის გამოც ბალიშზე რჩება საკვებისა და ლორწოს ნაკვალევი, აღინიშნება ცუდი სუნი პირიდან, ხველა და სხვ. მკურნალობა ოპერაციულია: დივერტიკულის გამოყოფა და ამოკვეთა, ბეჭდისებურ – ხახის კუნთის გადაკვეთა. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა