ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
კოგნიტური დარღვევები – ტვინის უმაღლესი ფუნქციების სხვადასხვა დარღვევების კრებითი აღნიშვნა. ჩვეულებრივ უკავშირდება თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ორგანულ დაზიანებას. შესაძლებელია გამოიხატებოდეს მეხსიერების, ყურადღების, ფსიქომოტორული კოორდინაციის, მეტყველების, თვლის, აზროვნების, ორიენტაციის დარღვევით. ვლინდება ნეიროფსიქოლოგიური გამოკვლევით.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა