კომისიონერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კომისიონერი – სავაჭრო შუამავალი, რომელიც საქონელს ყიდის და ყიდულობს თავისი სახელით, მაგრამ სხვისი (კომინტენტის) დავალებით, შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ. კომისიონერი მოქმედებს მისთვის მკაცრად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. წინაარმდეგ შემთხვევაში დამვალებელს (თავმდებს) შეუძლია გაწყვიტოს სავაჭრო კომისიის ხელშეკრულება და კომისიონერისაგან მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება. კომისიონერი ვალდებულია თავმდებს გადასცეს დადებული გარიგებით მიღებული მთელი ამონაგები. თუმცა მას არა აქვს ვალდებულება მესამე პირის მიერ გარიგების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხოლოდ, თუკი ეს განსაკუთრებულად არაა შეთანხმებული დამატებითი შეთანხმაბით, რომლის მიხედვითაც კომისიონერი თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას მესამე პირის გადამხელუნარიანობასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში კომისიონერს აქვს დამატებითი გასამრჯელოს მიღების უფლება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა